გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
გელაძის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 28 აპრილიდან 14 სექტემბრამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
გელაძე 1999 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც. 2004-2005 წლებში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში უფროსი გამომძიებლის, ხოლო 2010-2012 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობები ეკავა.
radiotavisupleba ახალი ამბები