Posted inახალი ამბები
02.11.2026
გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა.
ირაკლი კობახიძის ბრძანება გელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თვე-ნახევრის წინ დაინიშნა, როდესაც მან სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა.
მანამდე, 2025-26 წლებში, 11 თვის განმავლობაში გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
netgazeti