გელა დაიაურის საუკეთესო სურვილი საქართველოსთვის

3 days ago 4

პოეტი გელა დაიაური სამშობლოს – საქართველოს საუკეთესო სურვილების ახდენას უსურვებს და უფალს წყალობასა და დღეგრძელობას შესთხოვს:

წელწათდილა

რა ლამაზი წელწათდილა გვგვითენდა,
რა ლამაზად გაიცრიცნეს ცან.
ღმერთო, წმინდავ! ყველას გული გაგვითბე და
სიხარული მოგვიტანე თან.
ღმერთო, წმინდავ! სულ გვამღერე და გვაცინე,
და სიწმინდე მოაფინე ჭერს,
ღმერთო, წმინდავ! ავი საქმე აგვაცილე
დიდს, პატარას, მოყვასსა და მტერს.
ღმერთო, წმინდავ! მოგვაფინე შენი მადლი,
ავს ნურაფერს გაგვაგონებ წელს,
ღმერთო, წმინდავ! ბედნიერი წელიწადი
დააბედე ბებერ იბერ ერს.
ღმერთო, წმინდავ! გვადღეგრძელე, მადლი შენდა!
გათენება კეთილ ნიშნად ვცან,
რა ლამაზი წელწათდილა გვგვითენდა,
რა ლამაზად გაიცრიცნეს ცან.

სრულად წაკითხვა