WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი ექნება.

ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასია პატიმრობიდან სექტემბერში გათავისუფლდება.

მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.