WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ნიკა გვარამიას წერილს პასუხობს:

,,გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე) მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, რომ თურმე გირჩები ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია.

არ გამოუვა ეგ ამბავი:)

ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა ჩემთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ „ჩაგვხსნა“ მე და ხაბე ეთერებიდან.

ჩემი საჯარო ინტერვიუები, ჩემი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც — იმ დროს, როცა გირჩი გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მე მაჩუმებდნენ.

მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს.

გვარამია ამბობს, რომ გილაურთან ის ადამიანმა მიიყვანა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“.

ჰოდა, ნიკა, თუ ამას საჯაროდ ამბობ, დაასახელე ეს ადამიანი.

ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა?

თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს.

მე ვიცი, ვის გულისხმობ. და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება — ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს.

მაგრამ რადგან ეს ამბავი თავად გამოიტანე საჯარო სივრცეში, პასუხისმგებლობაც შენზეა.

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. (ნაცმოდან)

თუ არ დაასახელებ, ორიდან ერთი გამოდის: ან იტყუები, ან ამ ადამიანის დასახელება გეშინია.

ორივე შემთხვევაში — ძალიან სუსტად ჩანხარ.

გელოდები, ნიკა.

დაასახელე, თორემ მერე მე გკითხავ საჯაროდ.

პ/ს “მთავარი” რატომ დაიხურა – ეგ ცალკე საჯაროდ გასარჩევი ამბავია.”

,, ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა” – ნიკა გვარამიას სკანდალური წერილი