გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე

1 day ago 1

გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე. ამ ინფორმაციით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა მედიასაშუალება Deutsche Welle-ის კითხვას.

"განახლდება იმ პირთა მიღების პროცედურები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებიან თავიანთი მუშაობისთვის სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ან ვისი მიღებაც სხვა მიზეზებით წარმოადგენს პოლიტიკურ ინტერესს", - აცხადებს სამინისტრო.

განცხადებაში არ არის დაზუსტებული როდის განახლდება დოკუმენტების მიღება რუსებისგან და ბელარუსელებისგან.

მორატორიუმის გაუქმების შესახებ მანამდე, ღია კარის დღეზე უკვე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისა და ბელარუსის საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხაილ ნოვაკმა.

გერმანია უწინ გასცემდა ჰუმანიტარულ ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებოდნენ ომის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და რუსეთში, ირანსა და ბელარუსში რეჟიმების კრიტიკისთვის. 2022 წლის მაისის შემდეგ ამგვარი ვიზები გაიცა რუსეთის 2500-მდე მოქალაქეზე, 2021 წლის მარტის შემდეგ - ბელარუსის 400-ზე მეტ მოქალაქეზე.

ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა 2025 წლის ივლისში, მას მერე, რაც ახალმა მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს უცხოელთა მიღების პროგრამები.

სრულად წაკითხვა