ნავთობსადენ “დრუჟბის” მოქმედება დროებით შეწყდა, თუმცა ამას გერმანიაში მიწოდების უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ 22 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უკრაინამ მილსადენი დააზიანა.
მას მერე, რაც უკრაინაში ომის გამო “დრუჟბის” მილსადენის გავლით რუსული ნავთობის გერმანიაში მიწოდება შეწყდა, სისტემის ჩრდილოეთი ნაწილით, რომელიც პოლონეთსა და ბელარუსზე გადის, ამჟამად ყაზახეთის ნავთობი მიეწოდება შვედტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელზეც ბერლინის საწვავით მომარაგების უდიდესი ნაწილი მოდის.
უკრაინის არმიამ უნეჩის ნავთობსაქაჩ სადგურს, “დრუჟბის” მილსადენის მნიშვნელოვან ნაწილს, დაარტყა, განაცხადა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა ხუთშაბათს გვიან ღამით, ხოლო უნგრეთი იტყობინება, რომ მიწოდება შეჩერებულია.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეოები. ხანძარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩაში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან არც ისე შორს, განახორციელეს ნავთობსადენზე თავდასხმა.