გერმანიის მთავრობამ სამშაბათს პირობა დადო, რომ გაუმკლავდება მზარდ დანაშაულს, განსაკუთრებით არაგერმანული წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობის ზრდას.

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით გაიზარდა, ხოლო 13,5%-ით გაიზარდა უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გერმანიამ უნდა გააუმჯობესოს ინტეგრაცია და დააჩქაროს დეპორტაციები.

“უცხოელმა დამნაშავეებმა უფრო სწრაფად უნდა დატოვონ გერმანია. ჩვენ მიერ შექმნილი დეპორტაციის მკაცრი წესები ახლა უნდა აღსრულდეს”, – თქვა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

“ვინც არ იცავს წესებს, უნდა წავიდეს” – თქვა მან და დასძინა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, რომელიც გასულ წელს 8.6%-ით გაიზარდა.