11
გერმანიამ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს:
,,თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხის დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი”