გერმანიის კანცლერობის კონსერვატორი კანდიდატი კიევში ჩავიდა

2 weeks ago 9

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ოპოზიციური - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირი ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა 9 დეკემბერს.

მერცმა ჩასვლისას თქვა, რომ მისი ვიზიტის დროს აპირებს გაეცნოს უკრაინის თავდაცვის მდგომარეობას და მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეუძლია გააკეთოს გერმანიამ უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.

„გვსურს, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება, მალე და ევროპაში მშვიდობა აღდგეს“- განაცხადა მერცმა კიევში ჩასვლისას და დასძინა, რომ მისი სურვილია დაარწმუნოს უკრაინის ხელისუფლება თავისი კონსერვატიული ბლოკის მხარდაჭერაში.

„თუ უკრაინა ძლიერი იქნება, პუტინი მზად იქნება მოლაპარაკებისთვის“ - თქვა მერცმა. თუ უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. თუ უკრაინისთვის ჩვენი დახმარება თანმიმდევრული იქნება, ომი მალე დასრულდება“.

ადრე მერცმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მერყევი პოზიციის გამო უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდების საქმეში.

შოლცისგან განსხვავებით, მერცი არ გამორიცხავს უკრაინის არმიისთვის „ტაურუსის“ ტიპის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას, რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს, რათა დაიცვას თავისი ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმისგან.

„ფრთოსანი რაკეტები - „ ტაურუსები“ უკრაინას შესაძლებლობას მისცემდა, სერიოზულად გადაეკეტა რუსეთის არმიის მომარაგების გზები“ - თვლის მერცი.

კანცლერი შოლცი გასულ კვირაში იყო კიევში.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკი, რომელმაც წარადგინა მერცი კანდიდატად, გამოკითხვებით წინ არის.

ვადამდელი არჩევნები გაისად თებერვლისთვისაა დანიშნული.

თვითონ მერცი კიევში 2022 წლის მაისში იყო.

სრულად წაკითხვა