გერმანული მედია იტყობინება, რომ 2019 წელს ბერლინში მოკლული ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის რამდენიმე წევრის გერმანიიდან თბილისში დეპორტაცია განხორციელდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციის თანახმად, ხანგოშვილის ძმა, ზურაბი, და მისი ოჯახის წევრები იმ 48 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც ბერლინიდან ჩარტერული რეისით თბილისში გამოუშვეს. DW-ს ცნობით, რომელიც ხანგოშვილის ნათესავებს ეყრდნობა, 23 ოქტომბერს დილით ადრე, ბრანდენბურგის ქალაქ ვიუნსდორფში პოლიციამ „ზურაბ ხანგოშვილის საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრია […] ოჯახის წევრებს მობილური ტელეფონები ჩამოართვა, ისინი ავტობუსებში ჩასვა და ბერლინის აეროპორტში წაიყვანა“.
გამოცემამ ასევე განაცხადა, რომ მოკლული ხანგოშვილის ძმა „შვედეთიდან გერმანიაში დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარ უსაფრთხოებაზე წუხდა“. კიდევ ერთმა გერმანულმა სააგენტომ, Tagesschau-მ, 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ხანგოშვილს, ისევე როგორც მის ძმას, თავშესაფარი არ მისცეს და რომ პოტსდამის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილი დეპორტაციის შესახებ სასწრაფო განაცხადები, „შემდგომი დასაბუთების გარეშე“.
40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე იყო პანკისის ხეობიდან, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა რუსული ძალების წინააღმდეგ. იგი გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა. ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. პოლიციამ დანაშაულის კვალდაკვალ რუსეთის მოქალაქე დააკავა.
This post is also available in: English

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·