“გეშინოდეთ ჩვენი, ტირანებო!” – თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში ხვდებიან

12 hours ago 2

თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში ხვდებიან – დღეს არ იქნება არც ზეიმი და არც მიღება, მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები და რა თქმა უნდა, მაყურებელები, ყველანი შვიდ საათზე, აღმაშენებლზე ახალ თეატრთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მსველელობას მოაწყობენ.

ხელოვანების მთავარი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე და რეჟიმის ტყვეები.

დღეს საინტერესოდ ვხვდებით ამ დღესასწაულს, როდესაც იმ მსახიობებსად მაყურებელს შორის ბარიერს ვარღვევთ და ყველანი ერთად მივდივართ მსვლელობით რუსთავეველის გამზირისკენ. პირდაპირ ვუპირისპირდებით ტირანიას. გეშინოდეთ ჩვენი ტირანებო, იმიტომ, რომ ჩვენ იმაზე დიდი ძალა ვართ. ვიდრე ვინმე წარმოუდგენია. ამ ტირანიას, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვამხობთ”, – ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა. 

ხვალ კი საქართველო იფიცება. 15 იანვარი 15 საათი – ერთი დღე საყოველთაო გაფიცვის დღედ უკვე გამოცხადდა. კომპანიები და მათი თანამშრომლები, ვინც ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირპირდება, ხვალ მუშაობას წყვეტენ.

სრულად წაკითხვა