WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

34

ძმებ ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ მისი მეორე შვილი, გოგა ფეიქრიშვილი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ვხედავ, რომ არანაირი რეაქცია არ არის და ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს მდგომარეობა, სახალხო დამცველი, მე რომ მიკავშირდება, როგორ ვთხოვე, რომ ინახულონ გოგა კამერაში. ე.ი. ჭრილობა ღიაა, სისხლდენა გრძელდება, უცვლიან საფენებს, ეტყობა, რომ ფსიქოლოგიურადაც ცუდ მდგომარეობაშია, იმის ნაცვლად, რომ გადაეყვანათ თავიანთ საავადმყოფოში, ელემენტარულად ან ფსიქოლოგი შეეყვანათ, ან საუბარი ჰქონოდა რომელიმე ექიმს, დაეწყნარებინა, ელოდებიან, როცა ცუდი რამე მოხდება. ე.ი. მიკლავენ შვილს. არ ვიცი, ვის მივმართო, დამეხმარეთ, ნუ მომიკლავთ შვილს ციხეში, გეხვეწებით, ნუ მომიკლავთ შვილს ციხეში, ამოიყვანეთ იმ “პადვლიდან”, სამი სართული მიწის ქვეშაა, ერთი ძმა დამახინჯებული საავამდყოფოშია, ქვეყანა ჭრილობებით, მეორე ძმას კი კლავთ, – ამბობს ნინო აბრამიშვილი. 

გოგა ფეიქრიშვილი მისმა ადვოკატმაც მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ ის კვლავ დეესკალაციის ოთახში იმყოფება და თვითონვე ითხოვს, სხვა საკანში გადაიყვანონ.

ცნობისთვის, გუშინ ადვოკატი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც გოგამ გაიგო, რომ მის ძმას, ასევე ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, ხელი ხელმეორედ დაიზიანა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც ჭრილობა ხელახლა გაუკერეს.