“გვამების სცენარი” – პრეზიდენტი სუს-ის განცხადებაზე

1 week ago 6

2

სცენარების დატრიალება, რომელიც გვამებს მოიცავს – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სუს-ის განცხადებას და ამბობს, რომ აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანია.

“ეს რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების პირიდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება, იმ დროს, როცა გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, რაც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არიან არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ არ ის ღირსეული”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ამტკიცებს, რომ მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით,  დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

“2–3 გვამი” – “მათი მიზანია სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი” – სუსი

სრულად წაკითხვა