ნიკა გვარამიას, რომელიც მისი პარტიის (“ახალი”) ჩხრეკისას პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ ძალადობრივი ფორმებით დააკავეს, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მთავარი არხის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.