“გვარამიას მიმართ ტკბილი გრძნობები არ მაქვს, მაგრამ ყველაზე შემზარავი იყო მისი დაპატიმრების სცენა” – ფანჯიკიძე

2 weeks ago 5

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს და ბუნებრივია, არც მე ვგიჟდები მასზე, პირველად რომ დააპატიმრეს, არც გამოვქომაგებივარ, რადგან როგორც მოგახსენეთ, ტკბილი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ და არ მინდოდა, ყალბად დიდსულოვანი ტექსტები მეწერა მაშინ, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა ამ სისხლიანი კვირის განმავლობაში, პირველი იყო კადრი, ძირს დაგდებული ბავშვის თავით რომ ფეხბურთს თამაშობდა აბჯარასხმული სადისტების ხროვა და ერთერთი ყველაზე შემზარავი იყო გვარამიას დაპატიმრების სცენა, როცა ნაცემ, უგონოდ მყოფ ადამიანს მიათრევენ და შალვა რამიშვილი აშუქებს ამას და ბედნიერი დასცინის, ხორხოცებენ, როგორც მხიარულ გასართობზე, არადა ადამიანს თავი ისე აქვს ჩამოგდებული, რომ იმ კადრის მიხედვით, იმ მომენტში, ისიც არ ვიცით, რა სერიოზულობის ტრავმაა, იქნებ ცოცხალიც კი არაა.

სამთავრობო არხი კი გვამეცადინებს ცოცხალ-მკვდარი ადამიანის ხილვით სიხარულში!

საერთოდ რატომ სცემეს, ისეთი დევგმირია, ათი ჩაფსკვნილი კაცი ვერ დააპატიმრებდა სხვანაირად? უსამშობლობა სწორედ ერთმანეთის ასეთი ხარისხის სიძულვილს ნიშნავს. სამშობლო უპირველესად ადამიანებია, თორემ ბუნება ამ პლანეტაზე ყველგან ლამაზია. არ გვევალება ყველას სიყვარული, მაგრამ გვეკრძალება სიძულვილი. ახლაც მეტირება, ეს სცენა რომ მიდგება თვალწინ.

სრულად წაკითხვა