WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო წილოსანი თვლის, რომ ოცნების ყოფილი პრემიერი გვარამიას შეგულიანებულია.

სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს აჟიოტაჟი და გვარამიების თუ ჟორჟოლიანების მაგვარი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და იმ პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელმაც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი აჟრიამულა.

პროკურატურის მხრიდან ასევე მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი მომენტია, რომ გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას.

უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ – ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც.

სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს ვინმე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა