3
დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეთიუ მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.(ინტერპრესნიუსი)