ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „ფორტუნასთან“ 2025 წლის პროგნოზები გააკეთა.
„გველის წელიწადში უამრავი რევოლუციები იყო. 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, 1929 წელი, დიდი დეპრესია შეერთებულ შტატებში, 1941 წელი – მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის, 1953 წელი – სტალინის გარდაცვალება, ფორმაციის შეცვლა, 1989 წელი, გახსოვთ აპრილის ამბები – ეს ყველაფერი გველის წელიწადია. ჩვენ ახლა გვაქვს ხის სტიქიის მგელი, რომელიც შედარებით მსუბუქია, მაგრამ მსუბუქს ამ წელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.