სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, ორ უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ.
მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას და შესაბამის ფოტო მასალასაც აქვეყნებს.
როგორც გოგონა წერს, თავდასხმა 7 მაისს მოხდა, მაშინ როდესაც ის მეგობართან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიემართებოდა.
"საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი კაცი დაგვესხა თავს. თავდამსხმელების თქმით, მათი მოტივი შემდეგი იყო: ეგონათ, რომ სამალავიდან ნარკოტიკები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. ამას მოჰყვა ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი 15 წუთი. გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა... ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით - პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ" - წერს ერთ-ერთი დაშავებული.