4
ჯგუფში, მოხალისეები გურიისთვის, ის ადამიანებიც წერენ, რომლებსაც მიცვალებული ჰყავთ საპატრონებელი.
ნინ გაბეჩავა:
ნატანებში (ახალშენის უბანში) გვყავს მიცვალებული.
ვურეკავთ გამგებელს დახმარების სათხოვნელად და პასუხი არის შემდეგი: “ხვალიზა წვიმააო”.
ზედა უბანს შუქი არ მიეწოდება, არა აქვთ სასმელი წყალი. სახლები დასათოვლია და დიდი რისკია რომ ჩაინგრეს, გადააადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. მოსახლეობა თავისი სახსრებით ცდილობს სტიქიასთან ბრძოლას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ( დაგვეხმარეთ)
ლევან ნემსაძე:
სასწრაფოდ მჭირდება “დვიჟოკი”
გამარჯობა, ვიმყოფები გურიაში კერძოდ ოზურგეთში როგორც უკვე იცით აქ კრიტიკულად და საგანგაშოდ დიდი თოვლია.
ამას დამატებული მე კიდევ უფრო მწვავე მდგომარეობა მაქვს ოჯახში, ბებია გარდამეცვალა 2 დღის წინ სახლში მაცივარში გვისვენია და დროდადრო შუქი მიდის, ენერგო პროში დავრეკე, პრობლემა გადაცემულია და მიმდინარეობს “მოკვლევა” მაგრამ ალბათ ხვდებით რომ ლოდინის დრო არ მაქვს.
სასწრაფოდ მჭირდება “დვიჟოკი” 2,5 იანი, ძალიან გთხოვთ ვინც ოზურგეთში ხართ იქნებ ვინმეს ჰქონდეს სახლში და მათხოვოს, მაღაზიები სადაც მსგავსი რამ იყიდება ზოგადად ძალიან ცოტაა ოზურგეთში და ახლა საერთოდ ყველაფერი დაკეტილია.
გთხოვთ გამომეხმაუროთ