32
გამოცემა Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხაშურობისთვის ხაშურის მერია “20-წლიანი გამოცდილების რეპერს” ეძებდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ რეპერი შეარჩიეს და ის ზაზა ნოზაძეა.
“გვჭირდება 20-წლიანი გამოცდილების რეპერი” – წერია მოთხოვნაში, რომელიც ხაშურობის დღის აღსანიშნავად ხაშურის მერიამ შეადგინა. ხაშურობა წელს ზემო სერის ტყეში გაიმართება, ხაშურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. დღესასწაულის ორგანიზებისთვის დაიქირავეს ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე, რომელსაც 93 000 ლარს გადაუხდიან.
გიორგი ტაბატაძემ 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უკვე მოძებნა. ხაშურობას რეპერი ზაზა ნოზაძე დაასრულებს. რამდენი შეხვდება 92 000 ლარიდან ნოზაძეს, ჯერ უცნობია”, – წერს Qartli.ge
საერთაშიროსო alia.ge