„გზის სავალ ნაწილზე ბზარებია“ – თბილისის მერია მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1 week ago 5

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა