WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმათავს:

ირაკლი ღარიბაშვილს!

გადავწყვიტე მეც წერილობით მომემართა თქვენთვის, რადგან თქვენი ბოლო წერილი გახდა ჩემთვის თვალშისაცემი და ირიბი მინიშნება იმისა, რომ ხდება მკვლელობების თვითმკვლელობებით შენიღბვა. ალბათ თამარ ბაჩალაიაშვილი იყო პირველი ვისი მკვლელობაც შეინიღბა თვითმკვლელობად, მაგრამ როგორც ყველა დანაშაული არ არსებობს უშეცდომო, აქაც ეგრე მოხდა (და თანაც არაერთი შეცდომა).
მოგმართავთ იმისთვის, რომ რაც კი იცით ამ დანაშაულის შესახებ აღიაროთ და ამით სული მაინც გადაირჩინოთ, როგორც თქვენმა მოგვარე გიორგი ღარიბაშვილმა გააკეთა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სცოდნოდა რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდნენ (გულის შეტევას გამოიწვევდნენ, როგორც თამარის შემთხვევაში, ხელწერა ერთნაირია), მაინც თქვა ,,თქვენს შვილს თავი არ მოუკლავს, თქვენი შვილი მოკლეს“. ეს პირდაპირ იმის აღიარება იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს ვილა ალგეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე სადაც იდეალური ადგილი იყო მკვლელობისთვის და მანქანის დასამალად.
მე კარგი შვილი გავზარდე, სამართლიანი, რასაც შეეწირა კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა: ,,თქვენ საუკეთესო შვილი გყავდათ, მე 150 კაცი დავკითხე თამართან მიმართებაში და ერთსაც კი აუგი და გადახრილი სიტყვა არ უთქვამთ“ . გამიგრძელდა სიტყვა და მოკლედ ვიტყვი, მონანიება საუკეთესო რამაა რაც კი უფალს სასოწარკვეთილი ადამიანისთვის შეუთავაზებია.
აღიარეთ და მოინანიეთ რაც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ჩაიდინეთ და ღმერთი მოწყალეა, მოგიტევებთ… სამართალი იზეიმებს!
ფიზიკურად თამარს არავინ გამიცოცხლებს მაგრამ მისი სული სიმშვიდეს ჰპოვებს, რაც ჩემთვის ეგზომ სანატრელია.

შვილმოკლული დედა თეონა თამაზაშვილი!