„გთხოვთ გაითვალისწინეთ!თავის არეში მიყენებული ნებისმიერი ტრავმა არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ

2 weeks ago 5

9

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს, რადგან ქალასშიდა სისხლდენებს ხშირად ახასიათებს ეგრეთ წოდებული “ლუციდური პერიოდი”, ანუ ნათელი პერიოდი, როცა პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ სინამდვილეში სისხლდენა გრძელდება და როცა ისეთი ზომისაა რომ თავის ტვინის სტრუქტურებს მექანიკურად დააწვება უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება ექიმს რეაგირებისთვის.

თავის არეში მიყენებული ნებისმიერი ტრავმა არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ. აუცილებლად მოითხოვეთ ექიმის ყურადღება, რათა ზუსტად შეფასდეს დაზიანების ხარისხი და რისკები.“

სრულად წაკითხვა