„დღეს ჩვენს ქვეყანაში სინამდვილეში პანიკაა და თქვენ ხართ ჩუმად“ – ამის შესახებ მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მსახიობის თქვით, ახლა დროა ყველა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან:
ეკა დემეტრაძე: „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ“
„გთხოვთ, გემუდარებით, უბრალოდ გაახილეთ თვალები, გახსენით გულები და ტვინები და უბრალოდ გაიხედეთ რა ხდება ირგვლივ, დაფიქრდით კარგად, გამოდით კომფორტის ზონიდან. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები,რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებით იმაში, რომ გადავრჩეთ, რომ თავისუფალი და არაძალადობრივი გზებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.