8
გია ბარამიძის ადვოკატი, ბექა ბასილაია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თავადაცვის ყოფილი მინისტრის, გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
ბასილაია განმარტავს, რომ ფრაზა, რომელიც პოლიტიკოსმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს.
ის, რის გამოც გია ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, არ შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებულ საკითხს. როდესაც პროკურატურა საუბრობს, რომ ორი მუხლით დაიწყო დევნა, ანუ დაკავება მოხდა 2 ნუხლის საფუძველზე, ერთი მიხლი არის იმისთვის, რომ გიას მიმართ შავი პიარი აგორდეს, და ისმოდეს სიტყვა “ღალატი” , ხოლო მეორე მუხლი არის შინაარსის დამახინჯება. შეიძლებელია, სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული გარკვეული განცხადებით საბოტაჟის ჩადენა.
საბოტაჟის შემადგენლობა სისხლის სამართლის კოდექსით მოცემულია მკაფიოდ და ის მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. და, როგორ არის შესაძლებელი, ერრთ პოტკასტში გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას ხელი ეშლებოდეს? “- ამბობს ბასილაია.
საერთაშიროსო alia.ge