გია ჯაფარიძე: “რაც ხდება ქვეყანაში, ის მოხდა – რუსები დაგვესხნენ თავს”

1 week ago 10

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გია ჯაფარიძეს გუშინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიმდინარე ფაქტზე, კლინიკაში მისვლისას ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

,,რაც ხდება ქვეყანაში, ის მოხდა – რუსები დაგვესხნენ თავს.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: რამდენი კაცი იყო და სად მოხდა?

2 ნამდვილად მახსოვს, შეილება 3, შეიძლება მეტიც… სახლთან, სადარბაზოში.

[ჟურნალისტის შეკითხვა] რა გითხრეს? რატომ გაგისწორდნენ ფიზიკურად?

არაფერი, პირდაპირ ცემა დაიწყეს, უფრო სწორად რაღაც ჯოხები ეკავათ.

[ჟურნალისტის შეკითხვა] რას გეუბნებოდნენ?

,,რატომ ვეწინააღმდეგები ,,რუსულ კანონს?!” – ამას ამბობდნენ.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: იდენტიფიცირება თუ მოახდინეთ?

როგორ უნდა მოეხდინა – არა, ვერაფერი, სიბნელე იყო.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: პოლიციას თუ მიმართეთ?

კი მივმართე პოლიციას ინფორმირებულია.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: ჯოხები გირტყეს?

ხო, ბეისბოლის ბიტებივით რაღაცა“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა