გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟია

1 hour ago 3

1

დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია.

როგორც “პირველებმა” გაარკვია, მერაბ მალანიას შვილს ხელბორკილები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაადეს.

გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. ამის შესახებ “პირველებს” მალანიას ოჯახის წევრი, კოტე მალანია უდასტურებს.

ირკვევა, რომ გიორგი მალანია გურიაში, დედის სოფელში იმყოფებოდა, როცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მის დასაკავებლად მივიდნენ.

გამიხეთქა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არვიცოდი, თუ ამ დონემდე მივიდოდა. ჩემმა ძამამ მითხრა დედამისის სოფელში, ლანჩუთში აქვთ სოფელი იქ დააკავესო. იქ დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ერთადერთი ზარსი გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე”, – ამბობს ბიძა კოტე მალანია. 

შეგახსენებთ, ეკა კუპატაძემ რამდენიმე დღის წონ გვერდში დგომა სთხოვა ივანიშვილის მეუღლეს. ცოტა ხნის წინ კი, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სრულად წაკითხვა