გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

2 hours ago 3

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.

როგორც მალალიას ბიძამ, კოტე მალანიამ ტელეკომპანია „პირველს“ 1 ივლისს განუცხადა, იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას  გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

28 წლის ექიმსა და კერძო რეპეტიტორ გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, მისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს. ის თავის არეში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა