სააგენტო "პარალელი"
გიგი უგულავა: “დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალ არჩევნებზე”
,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და დიალოგის თემასთან დაკავშირებით:
,,გაისმის მოწოდებები დიალოგთან დაკავშირებით. დიალოგი შეიძლება ძალადობის შეწყვეტის და დაპატიმრებულთა უპირობო განთავისუფლების შემდეგ. დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალ არჩევნებზე. დიალოგის მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ს. ზურაბიშვილი და დიალოგის თემა – გარდამავალი დანიშვნა/ღონისძიებები წესრიგისა და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ყველა სხვა დიალოგი სიმულაცია, მოძალადე ტერორისტების ხაფანგია და ჩვენგან საუკეთესო შემთხვევაში “სასარგებლო იდიოტობაა”
პ.ს. ბევრს შესაძლოა ზურაბიშვილის “დЯლოგიო, ეშმაკისააო” გაგახსენდეს, მაგრამ რას იზამთ?! ცხოვრება ყოველთვის არაა სამართლიანი. დღეს რაც სჭირდება ქვეყანას, რომ ხვალინდელი დღე მშვიდობიანი გათენდეს, ის უნდა ვქნათ”,- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი
გიგი უგულავა: “დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალ არჩევნებზე”
პარალელი