გიგი ჭიპაშვილის ბრწყინვალე მიძღვნა 9 აპრილის გმირებს

1 week ago 12

პიანისტმა გიგი ჭიპაშვილმა 9 აპრილის გმირებს ულამაზესი შესრულება მიუძღვნა. ეს საშინელი ტრაგედია  მუსიკოსის ოჯახს პირადად შეეხო – ამ სისხლიან დღეს გაზით გაგუდული 6 თვის ორსული ელისო ჭიპაშვილი გიგის მამიდაა. 25 წლის ქალის ცხედარს ოჯახის წევრებმა დიდი ძებნის შემდეგ „არამიანცში“ მიაგნეს. როგორც მისი ძმა იხსენებდა: „ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო — ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული.” ჭიპაშვილების ოჯახში ეს უდიდესი ტრაგედია ამით არ დასრულებულა – ელისოს დედა ელისოს დასაფლავების წინა დღეს გარდაიცვალა.

სრულად წაკითხვა