55
გუშინ გვიან ღამით ხმაური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან. გივი თარგამაძის ინფორმაციით, მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ შეიჭრა ორი პირი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ღარიბაშვილის დაცვის ოთახში და იქ არსებული ნივთები დაარბია.
თარგამაძის მონაყოლით, შეჭრილებმა ოთახიდან კომპიუტერები ძირს გადმოყარეს და ხმამაღლა იგინებოდნენ. მისი თქმით, პირები სახეებს არ მალავდნენ. სავარაუდოდ, მათ ღარიბაშვილის დაცვის წევრებიც დაედევნენ, თუმცა გაქცევა მოახერხეს.
მე ვნახე ლაივში 37 წელი ჩვეულებრივად. ღამე, სიჩუმე, პირდაპირ ეს ვიღაც სუსის ორი ტიპი, ეს ორი საქონელი, ორი მკვლელი, მე და ჩემი ძაღლი გავედით… ალბათ გადავარჩინეთ ის ადამიანი, ვინც იჯდა ჯიხურში დაცვის, იმიტომ, რომ ის გამოვიდა. წარმოიდგინეთ, რომ წინ მიდიოდა ის, უკან ჩვენ და უკან ისინი. რას ყვიროდნენ? “გაუშვით მაგის… ვიპოვით!”. ეს ადამიანი ნათესავი იქნებოდა, იმიტომ, რომ არ იყო დაცვის ტიპი. ბოლოს, ახლოს რომ მივედი, აი, ასე მომიჯახუნა კარი და “ამათი დედა! და ამათი ოჯახი, ამათი გამყიდველი!”. მთელი ქუჩა ესენი ყვიროდნენ, არავინ ხმა არ ამოიღო. შევიდნენ, გადმოყარეს ეს კომპიუტერები და ისინი ჩემს დასანახად, მერე ფეხებით იარეს, – ამბობს გივი თარგამაძე
“პირველები” დღეს ღარიბაშვილის პირად დაცვასთან მივიდა და კითხვები დაუსვა, თუმცა დაცვის წევრებმა კითხვას გადაჭრით არ უპასუხეს.
გივის ჰკითხეთ, – უთხრა დაცვის წევრმა “პირველებს”.
შემთხვევა ღარიბაშვილის მიერ 17 აგვისტოს გავრცელებული განცხადების შემდეგ მოხდა, რომელშიც ყოფილმა პრემიერმა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა. (ტვ პირველი)
საერთაშიროსო alia.ge