გივი თარგამაძე: ჩემი მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია არ მისცეს, ელისაშვილს კი 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2 hours ago 6

1

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის შეფარდებას საკუთარ საქმეს ადარებს და აცხადებს, რომ მისი ავტომობილის აფეთქება, რომელიც, მისივე თქმით, ტერაქტის ყველა ნიშანს შეიცავდა, გამოძიებამ ტერორიზმად არ შეაფასა.

თარგამაძის თქმით, მაშინ საქმე რამდენიმე ეპიზოდად დაყვეს, ხოლო ელისაშვილის შემთხვევაში, სადაც, მისი შეფასებით, ტერაქტზე საუბრის საფუძველი არ არსებობდა, სასამართლომ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

“საკუთარ მანქანაში, გადაადგილების მომენტში ამაფეთქეს ჰექსოგენის პაკეტით, რომელიც იყო გაჯერებული მეტალის ელემენტებით და ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოიყვანეს მოქმედებაში ის ბომბი დისტანციური მართვის პულტით. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი ხალხის დაზიანება იმთავითვე ჰქონდათ განსაზღვრული. მუხლი რომ აიღოთ კანონის ტერორიზმთან დაკავშირებული, პირდაპირ ჯდება ეს ყველაფერი და მიუხედავად ამისა, კვალიფიკაცია არ მისცეს ტერაქტის ამ ამბავს, დაყვეს სხვადასხვა საქმეებად, შემოეჭირად თავდაპირველად ადამიანი, რომელმაც ეს ბომბი მოამზადა. აღმოჩნდა, რომ მანამდე ის იყო ბრალდებული შევარდნაძის პირველ ტერაქტში ფდა მიუხედავად ამისა, ძალიან სწრაფად ჩაატარეს გამოძიება, სასამართლო პროცესიც, 4 წელი ფორმალურად მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან იმ მოტივით, რომ შვილები ჰყავს და ცოდოაო, გამოუშვეს გამოსაცდელი 6 თვიანი ვადით. ანუ სამჯერ ასეთი ტერაქტი აქვს ჩადენილი და ანუ რაზე სცდი, რომ მეოთხედ ჩაიდენს თუ არა? ვინც უშუალოდ ბომბი ამოუდო მანქანას, ეს ადამიანი უკვე გაყვანილი ჰყავდათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მას მიუსაჯეს, უბრალოდ, რახან ვერ მომკლა, ფული აღარ მისცეს და მან ვერ გაძლო უფულოდ, ჩაბარდა. კაზუსი იყო, რომ მე რომ ვიხდიდი სასჯელს, პირველ სართულზე იხდიდა ის სასჯელს ჩემი აფეთქებისთვის, ოღონდ არა ტერაქტის მუხლით, არამედ ჩემი მკვლელობის მცდელობით.

ალეკოს შემთხვევაშიც, კი, ბატონო, ჰქონდა ეს ბენზინი, დაასხა კიდეც, ცეცხლი არ მოუკიდებია. ახლა, ფიქრობდა მოკიდებას, არ ფიქრობდა, ეს არ არის განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში. რაც მოხდა, იმაზე უნდა მიესაჯოს, ხომ? შენობაში შევიდა, რაღაც ნივთები დააზიანა, ბენზინი დაასხა, რა შუაშია აქ ტერაქტი? და მაინც მაქსიმუმის მაქსიმუმი განუსაზღვვვრეს. რუსეთის სასამართლომაც კი უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის მას 6 წელი განუსაზღვრა, ამათმა არაფერში განუსაზღვრეს 13″, – ამბობს გივი თარგამაძე. 

სრულად წაკითხვა