წაკითხვა: 4
გივი თარგამაძემ სასამართლოს დაკისრებული გირაო გადაიხადა. საქმე ეხება დროებით საგამოძიებო კომისიაზე მის არგამოცხადებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გადის.
თარგამაძე არ აღიარებს “ქართული ოცნების”ხელისუფლებას, თუმცა ამბობს, რომ მისი თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის საკეთებლად, ვიდრე პატიმრობა, შესაბამისად, მან მიიღო გირაოს გადახდის გადაწყვეტილება.
გირაოს გადაუხდელობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
“კარგად მესმის, ნებისმიერი უკანონო ჯარიმა ან გირაო რეჟიმის მიერ თავხედურად მოთხოვნილი ხარკია – ან ჯდომით უნდა გადაიხადო, ან, ფულით. ამ მოცემულობაში ყველას პირადი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.
ჩემს შემთხვევაში, ოჯახთან და მეგობრებთან კონსულტაციით, მათი თანადგომით გადავიხადე გირაო. მათი მადლობელი ვარ. არჩევანის გაკეთებისას პრიორიტეტი მანევრის საშუალების შენარუნებას მივანიჭეთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე თავისუფლება საერთო საქმისთვის მეტის გაკეთების საშუალებას მაძლევს”- წერს თარგამაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს