WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გავრცელებული ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროინდელი პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაურის ბიზნესწილები და ქონება დააყადაღეს და სხვა სახის პრობლემებიც შეექმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, პოზიციას აფიქსირებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

როცა ნიკა გილაურმა ოპოზიციის მხარდამჭერი საქმიანობა შეწყვიტა, ამან ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია – თუმცა ყველაზე ბუნებრივი ახსნაა, რომ ბიძინამ მასზე სერიოზული ზეწოლა განახორციელა. კონკრეტული მექანიზმი, ცხადია, არ ვიცი.

ახლა ყველაფერი ცხადია – გილაური დაისაჯა ოპოზიციის (ფართო გაგებით) მხარდაჭერისთვის. სხვა ვერსიის მოფიქრება მიჭირს, თუმცა ვისაც ძალიან უნდა, მოიფიქრებს“, – წერს გია ნოდია.