გილაური მიმდინარე აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდს ქმნის

2 weeks ago 8

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიმდინარე აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდს ქმნის და პირველ შენატანს 100 000 ლარის ოდენობით თავად აკეთებს.

გილაურის თქმით, ფონდის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება:

  • აქციებზე დაზარალებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • დაზარალებულების ოჯახების ფინანსური დახმარება;
  • ჯარიმების გადახდა მათთვის, ვისაც ამ აქციების პერიოდში ადმინისტრაციულით დააჯარიმებს სასამართლო და ვისაც არ აქვს ასეთი ჯარიმის გადახდის საშუალება;
  • იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან.

გილაური შეთავაზებაა, რომ  ფონდისთვის პლატფორმად გამოიყენონ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia.

„პირველ რიგში, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა თავდადებულმა, შეუპოვარმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. ყოველ ღამე რუსთაველზე ათასობით თანამებრძოლს ვხვდები და როგორი სასიამოვნო და საამაყოა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა – ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები, მეცნიერები, ბიზნესმენები, სუპერ ახალგაზრდობა – მიყვარხართ ყველა. უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი“, – აცხადებს ნიკა გილაური.

სრულად წაკითხვა