„გიორგი აღარ გვყავს… გონება ვერ იჯერებს…“ – ხონში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

5 hours ago 1

ხონში 18 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდას ახლობელები ემშვიდობებიან.

„გიორგი აღარ გვყავს… ეს სიტყვები ხმას არ ემორჩილება, გონება ვერ იჯერებს. დავემშვიდობეთ ჩვენს 17 წლის მეგობარს — გულწრფელს, თბილს, იმედებითა და სიცოცხლით სავსეს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას…

გიორგი იყო, ვინც გულღიად გაგიღიმებდა, გვერდით დაგიდგებოდა და თავისი არსებობით ყოველდღიურობას ნათელს სძენდა. მის თვალებში ისეთი გულწრფელი სისუფთავე ჩანდა, როგორიც იშვიათად გვხვდება ამქვეყნად.

მისი გული ძგერდა სამყაროსთვის — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ოცნებებისთვის, ცხოვრების სიყვარულისთვის.
ის არ წასულა ის ახლაც ჩვენთანაა, ჩვენს გულებში, ჩვენს მოგონებებში, ჩვენს ტკივილში და მადლიერებაში, რომ ვიცნობდით მას.

გვიყვარხარ შმაგი და სამუდამოდ გვემახსოვრები…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა