მან შმაგი გობეჯიშვილს სთხოვა, მისი ისტორია დედისთვის მოეყოლა და ეკითხა, რას ფიქრობდა კაცზე, რომელმაც ადამიანს მომაკვდავ დედასთან ბოლო დღეების გატარების შესაძლებლობა არ მისცა.
„მისი განხორციელებული მოქმედება ჩემი მხირდან სუბიექტურია, შეფასებულია როგორც მკვლელობა. იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის. იმიტომ, რომ შენ დედაჩემს პალიატიურ პაციენტს [მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც ცხოვრების ბოლო თვეებს და დღეებს გადის]...
ასეთი პაციენტები მოწყვალდები არიან. ნებისმიერმა ვირისულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. მას მხოლოდ ორად ორი კონტაქტი ჰყავდა.
თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნის გამო აღვეღის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
[მე, როგორც მაღალი კომპეტენციის ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგს] იგივე პირობები მქონდა სახლში შექმნილი. [კლინიკაში გადაყვანით] დაახლოებით 40 კაცამდე ადამიანზე საუბარი - თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობისა და სიკვდილობის რისკი...
თქვენ რაც შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად [შინაპატიმრობა] ერთ რამეს ცვლიდა ვიქნებოდი მე საბურთალოზე [სახლში] თუ გლდანში [ციხეში]. დანარჩენი ყველა სახის თავისუფლების აღკვეთა რჩებოდა ზუსტად იგივე... არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედაჩემისთვის - ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე...
თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზისტად იგივე პაციენტები გადამედგა, რაც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული...
თქვენ არ მიეცით ქართველ დედას, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი სვილის გვერდით.
მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო [პროკურორო], დედა ხომ გყავთ. მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს, როგორზეც მე ვილაპარაკე... თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა ასეთი ადამიანი აღარ დაგენახოთ“, - მიმართა ბრალდბეულმა პროკუროს.
მასალა განახლდება