“გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა, არ მისცეს უფლება ბოლო დღეები დედასთან გაეტარებინა” – ზურაბ ჯაფარიძე

11 hours ago 3

3

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

შვილს არ მისცეს უფლება ბოლო დღეები დედასთან გაეტარებინა.

მას ნარკოტიკები ჩაუდეს, მხოლოდ პოლიციის ჩვენება აქვთ, არც სამხრე კამერის ჩანაწერები, არც დაკავების ადგილის ირგვლივ არსებობს კამერის ჩანაწერები. გიორგი მზად იყო ნებისმიერ შემოწმებაზე, სადაც დაამტკიცებდა, რომ სრულიად სუფთა იყო.

მთელი პროცესის განმავლობაში გიორგი ამბობდა, რამდენად იყო მიჯაჭვული არათუ მის ქვეყანას, არამედ კონკრეტულად მის ბინას და დედას, ამიტომ არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუმცა პატიმრობაში მაინც დატოვეს.

ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობა გიორგის.

ახლა ერთადერთი, რაც უნდა, დაკრძალვაზე დასწრებაა, პირველი მხოლოდ ეგ იკითხა, ხომ დამასწრებენო…

სრულად წაკითხვა