წაკითხვა: 3
გიორგი ბაჩიაშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდს 30 ათასი ლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს და მადლობას უხდის მას.
“ახლა ვნახე შენი ჩარიცხვა ფონდში და მილიონი მადლობა შენს საგიჟეთში რომ არ დაგავიწყდა. 30.000 ლარი ჩაირიცხა გიორგისგან ფონდის ანგარიშზე. როდესმე დავარღვევ დადებულ პირობას და საჯაროდ დავწერ რამდენი ჩუმი სიკეთე გაგიკეთებია.“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 4 მარტს დატოვა, მას, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის ძირითადი მიმართულება საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის სხვადასხვა ხარჯების გაწევაა, მათ შორის სწავლის საფასური, აქციებზე დაკავებული პირების ოჯახებისთვის ფინანსური დახმარება და სხვა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს