Giorgi Gakharia, opposition leader For Georgia party.
Photo: Gakharia/Facebook.საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელსაც „გავრილოვის ღამისა“ და ჩორჩანას საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და რომელსაც ქვეყანაში 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ბერლინში მდებარე ჰერტის მმართველობის სკოლის მკვლევარი გახდა.
ჰერტის სკოლის ვებგვერდის თანახმად, გახარია „ჰერტის სკოლის“ ჟაკ დელორის ცენტრის მიწვეული მკვლევარია და მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, გახარიას კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით. „კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, როგორიცაა ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეული ინტერვიუები“, – აღნიშნულია „ჰერტის სკოლის“ ვებგვერდზე.
This post is also available in: English
Read Next
12/11/2025 - 15:57
გახარიას „გავრილოვის ღამისა“ და ჩორჩანას საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს
28/10/2025 - 14:28
გახარიას პარტიის 11 წევრმა სადავო პარლამენტში სადეპუტატო ადგილები დაიკავა
26/10/2025 - 14:38
გერმანული მედია: ბერლინმა თბილისში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრების დეპორტაცია განახორციელა
20/10/2025 - 13:12
გახარიას პარტია პარლამენტში შესვლას და ამით ერთწლიანი ბოიკოტის დასრულებას გეგმავს
19/10/2025 - 15:53
„ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმების შემდეგ, გერმანიამ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
25/09/2025 - 11:42

2 weeks ago
23







English (US) ·
Georgian (GE) ·