გიორგი გახარია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს!

3 hours ago 4

გიორგი გახარია სამწუხარო განცხადებას ავრცელებს:

“რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა…ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია – ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა…

სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს…” – წერს გახარია.

სა­უ­ბა­რია, მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­მაც 27 იან­ვარს თბი­ლის­ში, დევ­ნილ­თა სა­ა­გენ­ტოს შე­ნო­ბას­თან, საწ­ვა­ვი გა­და­ის­ხა და ცე­ცხლი წა­ი­კი­და. ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო.

სრულად წაკითხვა