გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

16 hours ago 2

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ – პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს და თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.
დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.
დანარჩენი მოგვიანებით”, – წერს გახარია.

“საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

სრულად წაკითხვა