გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

2 weeks ago 10

4

გიორგი გვიმრაძემ დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი.

ეს ინფორმაცია, რაც რადიო თავისუფლებას ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს 4 დეკემბერს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.

რადიო თავისუფლება ცდილობს თავად გიორგი გვიმრაძესთან დაკავშირებას და მიზეზის გარკვევას.

4 დეკემბერს 12:00 საათზე მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში, – როდესაც ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, – დაწერა გვიმრაძემ.

ამავე დროს, გვიმრაძე ამბობს, რომ ლოუს პირადად ის ესაუბრა: „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, – დაწერა მან. (რადიო თავისუფლება)

სრულად წაკითხვა