“სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციების ლიდერები – გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია სამუშაო ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც დაგეგმილია კონკრეტული აქტივობები, კერძოდ:
- შეხვედრებს მართავენ ყველა პარტიის წარმომადგენლებთან – ლეიბორისტებთან, კონსერვატორებთან და ლიბერალ-დემოკრატებთან.
- შეხვედრები დაიწყო დღეს და გაიმართება როგორც ლორდთა, ასევე თემთა პალატაში.
- დაგეგმილია შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ექსპერტულ წრეებთან.
- მთავარი თემებია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გაზიარება და ბრიტანეთის აქტიური ჩართვა საქართველოს საკითხებში.
- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამნაშავეთა სანქცირების საკითხს და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი