გიორგი ვაშაძე: “რა საერთო აქვს 9 აპრილის გმირებთან ჯალათი ლებედის მთავარ სპონსორს – ივანიშვილს და მის რეჟიმს? პასუხი – არაფერი!”

1 week ago 17

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოლიტიკური შეფასებები 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით:

ჩვენ დღეს აქ ვდგავართ იმ საქართველოსთვის, რომელიც 9 აპრილის გმირებმა თავისუფლებაში დაინახეს. დღეს კი ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეჭვქვეშ აყენებენ იმ გზას, რომელსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

რა საერთო აქვს 9 აპრილის გმირებთან ჯალათი ლებედის მთავარ სპონსორს – ივანიშვილს და მის რეჟიმს? პასუხი – არაფერი!

თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!

დღეს არჩევანი ისევ იგივეა: გმირები თუ ჯალათები, თავისუფალი და ძლიერი საქართველო თუ მარტოდ დარჩენილი, დამონებული და დაუცველი ქვეყანა!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა