გიორგი ვაშაძეზე, ბასრი საგნით თავდამსხმელი, იდენტიფიცირებულია

3 days ago 1

5

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც გუშინ საღამოს, რუსთაველის გამზირზე მას ბასრი საგნით თავს დაესხა. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სახრახნისი და ლიფტის ჩიპი, რომლითაც გაირკვა, რომ თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული, ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილია.

ვაშაძის განცხადებით, მასზე თავდასხმა იურისტების შეფასებით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან თავდამსხმელს სახრახნისით მისთვის დაზიანებების მიყენების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

ვაშაძის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს თავის არეში, ასევე სამედიცინო დასკვნით, აღენიშნება ქვედა ყბის ღია ჭრილობა. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია არც გუშინ, მიმდებარე პერიმეტრზე მყოფ პოლიციას და არც გამომძიებელს, რომელიც მას ჯერ დაუკავშირდა და დაპირდა, რომ 10 წუთში მივიდოდა, მოგვიანებით კი ისევ დაურეკა და უთხრა, რომ აღარ აპირებდა თავდასხმის ადგილზე მისვლას.

ვაშაძის თქმით, შეტყობინება 112-ზე შევიდა სამედიცინო დაწესებულებიდანაც, სადაც ის თავდასხმის შემდეგ წავიდა, თუმცა რეაგირება არც ამ შემთხვევაში ყოფილა.

ვაშაძე თავდასხმაზე პირდაპირ პასუხისმგებლობა ოლიგარქ ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ტიტუშკები სწორედ მისი მითითებებითა და დავალებებით მოქმედებენ. (მთავარი არხი)

,, “ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა” – გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

სრულად წაკითხვა