გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

3 days ago 4
Georgian Dream MP Giorgi Volski (right) meets with British Ambassador Gareth Ward (left), September 10, 2025. Photo: parliament.ge

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა.

პარლამენტის მიერ 10 სექტემბერს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ბრიტანეთის საელჩოს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.  

„დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. საუბარი ასევე შეეხო იმ საფრთხეებს, რომლებიც გლობალური დაპირისპირების პირობებში შესაძლოა, რეგიონსა და საქართველოს დაემუქროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„დიპლომატთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებიც“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა