საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური "კაირატის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია ყაზახეთის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა
ზარიას აქტივში 30 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გატანილი გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა და ახლოსაა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდოსთანაც, რომლის გამოკითხვაშიც ფინალში გავიდა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.